Wednesday, April 27, 2016

პროექტი- ტანვარჯიში

1.პროექტის სახელწოდება:  სპორტული ტანვარჯიში
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  სპორტული ტანვარჯიშის გაცნობა და  დაინტერესება.
3.პროექტის აქტუალობა:  ამ დროისთვის ნაკლები ბავშვია დაინტერესებული და ჩართული სპორტულ ტანვარჯიშში,მცირე ინფორმაციას ფლობენ ამ სახეობის შესახებ.
4.პროექტის მიზანი:  დავაინტერესოთ ამ სპორტის სახეობით და აღვუძრათ სურვილი მისი დაუფლების.
5.მოსწავლეთა ასაკი:    6-7
6.ვადები / ხანგრძლივობა:  1-2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები გაეცნობიან ამ სპორტის სახეობას,მოიპოვებენ მეტ ინფორმაციას,ჩაებმებიან ამ სახეობაში და მათი ორგანიზმი იქნება უფრო  ჯანმრთელი,სხეული კი ლამაზი,მოქნილი და მოხდენილი.ასევე შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ  შეჯიბრებაში სკოლის სახელით.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:     კომპიუტერი,პროექტორი,სასტვენი,ლეიბი,ტანვარჯიშული სკამი, ფოტოაპარატი, ტრანსპორტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) გაცნობითი  ხასიათის გაკვეთილი-პრეზენტაცია.
ბ)  მოსწავლეების წაყვანა ტანვარჯიშულ დარბაზში.
გ) საჩვენებელი გაკვეთილი ტანმოვარჯიშე მოსწავლის დახმარებით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   სპ.I.2. მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (მაგ., გადაადგილება - ხტომა, რბენა; მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა, დახტომი).
სპ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ  ფიზიკურ აქტივობებში.
სპ.I.4. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები,როგორებიცაა: მიზნის დასახვა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება.


11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  თინათინ კაკაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ:ფოსტა:   tinkakashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  TInikokakashvili@blogspot.com


No comments:

Post a Comment