1.პროექტის სახელწოდება: სპორტული ტანვარჯიში
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სპორტული ტანვარჯიშის გაცნობა და დაინტერესება.
3.პროექტის აქტუალობა: ამ დროისთვის ნაკლები ბავშვია დაინტერესებული და ჩართული სპორტულ ტანვარჯიშში,მცირე ინფორმაციას ფლობენ ამ სახეობის შესახებ.
4.პროექტის მიზანი: დავაინტერესოთ ამ სპორტის სახეობით და აღვუძრათ სურვილი მისი დაუფლების.
5.მოსწავლეთა ასაკი: 6-7
6.ვადები / ხანგრძლივობა: 1-2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები გაეცნობიან ამ სპორტის სახეობას,მოიპოვებენ მეტ ინფორმაციას,ჩაებმებიან ამ სახეობაში და მათი ორგანიზმი იქნება უფრო ჯანმრთელი,სხეული კი ლამაზი,მოქნილი და მოხდენილი.ასევე შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებაში სკოლის სახელით.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,სასტვენი,ლეიბი,ტანვარჯიშული სკამი, ფოტოაპარატი, ტრანსპორტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) გაცნობითი ხასიათის გაკვეთილი-პრეზენტაცია.
ბ) მოსწავლეების წაყვანა ტანვარჯიშულ დარბაზში.
გ) საჩვენებელი გაკვეთილი ტანმოვარჯიშე მოსწავლის დახმარებით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სპ.I.2. მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (მაგ., გადაადგილება - ხტომა, რბენა; მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა, დახტომი).
სპ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში.
სპ.I.4. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები,როგორებიცაა: მიზნის დასახვა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თინათინ კაკაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ:ფოსტა: tinkakashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: TInikokakashvili@blogspot.com
No comments:
Post a Comment